ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, წვერმაღალას პარკში, წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, წვერმაღალას პარკში, წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. სხვადასხვა კატეგორიაში, 102-მა ოქროს მედალოსანმა მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო მიიღო. სტუდენტების წახალისების პროგრამა პირველად 2015 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ინიციატივით ამოქმედდა.
