დუშეთის ისტორიული უბნის განახლების პროექტი დასკვნით ეტაპზეა
დუშეთის ისტორიული უბნის განახლების პროექტი დასკვნით ეტაპზეა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ პარკს. პროექტის მეორე ეტაპი ეხება დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის განახლებას. უკვე დასრულებულია 33 სახლის, რეაბილიტაცია-რესტავრაცია. გრძელდება 5 სახლის, მათ შორის, იმ ისტორიული სასამართლოს შენობისა და სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, სადაც მსახურობდა და ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე.
