თბილისის მერია, დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს
თბილისის მერია, დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა. საავტობუსო პარკის შემადგენლობაში, ახლა ათას 935 ერთეულია. კალაძემ ისაუბრა ავტომობილებზეც. 2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო წელს სამ სექტემბერს ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი.
