ოპოზიციის მხარდამჭერი და მართლმადიდებლური რელიგიის შეურაცხმყოფელი მიხაელ როთი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას გეგმავს
ოპოზიციის მხარდამჭერი და მართლმადიდებლური რელიგიის შეურაცხმყოფელი მიხაელ როთი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას გეგმავს. სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და ვიზიტს 16 სექტემბერს აანონსებს. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის სუბიექტურობას და ოპოზიციის მოკავშირეობას მისი განცხადებები ადასტურებს, ასევე ის მონაწილეობდა თბილისში გამართულ აქციებში. “ქრონიკამ” მოიპოვა ვერბალური ნოტა, სადაც როთი უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას ითხოვს. მათ შორის პრემიერთან. მმართველ გუნდში როთისგან ბოდიშს ითხოვენ და ამბობენ, რომ დეპუტატმა დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია.
