ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად, უკრაინისთვის შორი მოქმედების შეიარაღების გამოყენების უფლების მიცემას არ გამორიცხავს.
ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად, უკრაინისთვის შორი მოქმედების შეიარაღების გამოყენების უფლების მიცემას არ გამორიცხავს. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ საკითხზე პარტნიორებთან მუშაობს. უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის საკითხს, ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილავს, რომელიც კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
