ენერგეტიკოსის დღე
2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას უნდა გადააჭარბოს. ეს გეგმა პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკოსის დღეს გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ დარგის სპეციალისტებს მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი შრომა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქართული ეკონომიკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები