ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება ბოლო წლების განმავლობაში სფეროში არსებულ მიღწევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა. მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკოსებს, დარგის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მათი შრომა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის და სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
