საქართველი vs ალბანეთი - მატჩის ტრანსლაცია რესპუბლიკის მოედანზე
მატჩის ტრანსლაცია ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ მონიტორზე გაიმართება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე. უკვე დამონტაჟებულია ეკრანი, მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს კვების ობიექტები. შეკრება ქომაგებს ცხრის ნახევრიდან შეეძლებათ. თბილისის მერის თქმით, ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
