„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებს რუსთავმა და ხარაგაულმა უმასპინძლა
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებს რუსთავმა და ხარაგაულმა უმასპინძლა. რუსთავის სცენაზე მსმენელის წინაშე ანსამბლი „ალილო“, „ნიკოლშოუ“ და ბენდი „მიქსტურა“ წარდგნენ, ხარაგაულში კი სცენა დაიკავეს თამუნა ამონაშვილმა, ზუკა ხუციშვილმა, სოფო ბედიამ და „ახალმა ხმებმა“. მუსიკოსებმა სცენიდან ისაუბრეს არჩევნების მნიშვნელობაზე და „ქართული ოცნებას“ და მის პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს იყო მთავარი გზავნილი რუსთავსა და ხარაგაულში გამართულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებზე.