მაიკლ ოფლაერტი პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს წერილს უგზავნის
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაერტი პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს წერილს უგზავნის. წერილში ნათქვამია, რომ მმართველმა გუნდმა თავი შეიკავოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის მიღებისგან. საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს არცერთი მოქალაქის უფლების შელახვას. მისი თქმით, კანონპროექტი უფლებებსა და პროპაგანდას შორის გარკვეული ზღვრის გავლებას ითვალისწინებს.
