ამერიკის კონგრესში ხუთშაბათს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ამერიკის კონგრესში ხუთშაბათს საქართველოს საკითხს განიხილავენ. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი მომხსენებელი ეკა გიგაური იქნება. იქნება თუ არა ეკა გიგაურის მოხსენება ობიექტური, ამ კითხვაზე მმართველ გუნდს მკაფიო პასუხი აქვს. მათი თქმით, ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაციას ამოფარებული კოლექტიური ნაც.მოძრაობის წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, ის ობიექტური მომხსენებელი ვერ იქნება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კონგრესში მომხსენებელი.
