არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამა - პრემიერის ინიციატივა და პოლიტიკური შეფასებები
პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ოპოზიცია ინიციატივას აკრიტიკებს და არასამთავრობო სექტორის მოსყიდვაზე საუბრობს, თუმცა კონკრეტული არგუმენტების გარეშე. მმართველ გუნდში ოპონენტებს ახსენებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ინიციატივა დამატებითი მოტივაცია და შესაძლებლობაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას ცდილობენ.
