ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების გარეშე, ევროკავშირმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
ამის შესახებ „ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის“ შესახებ 400 გვერდიან ანგარიშშია საუბარი. კვლევა ევროკომისიის დაკვეთით, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი ეკონომიკური ზრდით ამერიკასა და ჩინეთს ჩამორჩება. უპირატესობა კი ჩინეთთან კონკურენციის, ვაშინგტონის ნაკლები დაინტერესებისა და რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის გამო დაკარგა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის, უპრეცენდენტოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება.
