ლიბერალური ფაშიზმის მეთოდებზე რადიკალები უარს არ ამბობენ
ე.წ. აღშფოთებული მოქალაქის უკან, ისევ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დგანან. ასე იყო ვასილ ჩიგოგიძის ინციდენტის დროსაც. დეპუტატზე თავდასხმა სცადა მოძრაობა ტალღის წევრმა ლევან ბროძელმა. ის ასევე მონაწილეობას იღებდა გრასის ტრენინგებში. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო დავით მათიკაშვილის შემთხვევაშიც. ვიდეო კი აქტივისტის მეუღლემ, ამერიკული საბჭოს ხელმძღვანელმა, ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო. ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უბრალოდ გასაუბრება უწოდა.