ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია დაპირებების რეალიზებას ვერ შეძლებს
კონსტიტუციის დონეზე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვა, მართლმადიდებლური ეკლესიის როლის გამოკვეთა, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობის შენარჩუნება და ნაციონალური მოძრაობის გასამართლება. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ „ქართული ოცნების“ ამ დაპირებებს არასერიოზულობა შესძინონ და ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია დაპირებების რეალიზებას ვერ შეძლებს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მმართველ გუნდის განცხადებით, ამომრჩეველმა არჩევანი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს.
