საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში, სასწავლო კურსი 14 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით მიმდინარეობს
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში, სასწავლო კურსი 14 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით მიმდინარეობს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად გეოგრაფიული აღნიშვნების ერთობლივი პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები კახეთშიც ჩავლენ, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინოების დამზადების პროცესს.
