სამშობლოში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრები დაბრუნდნენ
სამშობლოში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრები დაბრუნდნენ. პარაძიუდოისტებსა და ეტლით მოფარიკავეებს აეროპორტში ქომაგების გარდა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე და ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი, უნიკალური რეკორდის ავტორები გახდნენ - ორივე მათგანმა ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე შეძლო მედლის აღება, რაც აქამდე არც ერთ ქართველ პარასპორტსმენს არ გაუკეთებია. რიგით მე-17 პარალიმპიური თამაშები, ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. პარიზის 2024 წლის პარალიმპიადა კი გრანდიოზული ფოიერვერკითა და წვეულებით დაიხურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისევე როგორც ოლიმპიელების შემთვევაში, პარალიმპიელებიც წარდგენილები იქნებიან იგივე პრინციპით სახელმწიფო ჯილდოებზე.
