უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ მან უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან“. უკრაინული მედია წერს, რომ მინისტრთან ონლაინ შეხვედრაზე, საქართველოში უკრაინის მრჩეველ - დესპანმა აქტუალურ საკითხად, საელჩოში სარეცხი მანქანების გამოცვლის საკითხი დააყენა.
