პრემიერ მინისტრის თქმით, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადების მიზანია საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენა
პრემიერ მინისტრის თქმით, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადების მიზანია საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მისამართით, უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. პრემიერის განცხადებით, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით მოახერხა საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება.
