მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საგრანტო პროგრამას აფუძნებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საგრანტო პროგრამას აფუძნებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას თუ ისინი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ, კონკრეტული უცხოელი დონორები დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ. გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება დასრულდა და იუსტიციის სამინისტროს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა, 450-ზე მეტმა მიმართა.
