მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის სამუშაოები დასრულდა
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის სამუშაოები დასრულდა. პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა , უმოკლესი გზით არის შესაძლებელი. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს , რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
