ზუგდიდში გემო ფესტი გრძელდება
ზუგდიდში გემო ფესტი გრძელდება. გუშინ გვიან ღამით ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენება გაიმართა. ბოტანიკურ ბაღში მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები. მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეები. საღამოს ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება. წელს ფესტივალს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც აშუქებენ.