ნაძარცვი ფულით ქართულ პოლიტიკაში ჩარევა
ნაძარცვი ფულით ქართულ პოლიტიკაში ჩარევა- ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას. სამხარაძის განცხადებით, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფულით და დონორების გრანტებით საქართველოში ოპოზიციური პარტიები, ტელევიზიები და რადიკალური ენჯეოები ფინანსდება. სამხარაძემ უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების გამო, ქართული კანონმდებლობის დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება.
