ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს „ზღვა და ქართველები“ მასპინძლობს
ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს „ზღვა და ქართველები“ მასპინძლობს. პროექტის დამფუძნებელია კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია. ფესტივალი გაიხსნა ფოტოხელოვან ანრი ტაბაღუას ექსპოზიციით. გაიმართა გალაკტიონის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერის პრემიერა სოფო ხალვაშის შესრულებით. საღამოში მონაწილეობდნენ მუსიკოსები ინგლისიდან, რომლებმაც ლონდონში ქართული ანსამბლი შექმნეს. ფესტივალი 5-დღიანია.
