ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმის პროცესი დასრულებულია
ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმის პროცესი დასრულებულია. ჯვრების დამზადების პროცესს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო მონიტორინგით მიმდინარეობდა, წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. ჯვრების ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით.
