მთელი საქართველო ფეხბურთელების გამარჯვებას ზეიმობს
ფეხბურთელების გამარჯვებას ზეიმობს მთელი საქართველო. ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ ის დიდი ემოცია განაახლა, რომელიც გულშემატკივრებმა ევროპის ჩემპიონატის დროს განიცადეს. ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ფეხბურთელებს სტადიონზე გულშემატკივრობდა პრემიერი, მთავრობის წევრებთან ერთად.
