ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა სტუმრად "ქრონიკაში"
რთველი შემოდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი და განუყოფელი მოვლენაა, რა თქმა უნდა ღვინის სამშობლოდ მიჩნეული საქართველოსთვის. ამიტომ ყოველ წელს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტარტს და გეგმას, რომლითაც ქვეყანა მისთვის ემზადება. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. ასევე წინასწარი პროგნოზით, წელს რთველში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელ რთველზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა გვეტყვის.
