გიორგი კალანდარიშვილის ჩართვა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ურთიერთბრალდებები რომ იზრდება, ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ ამ არჩევნებს განსაკუთრებულად გამოარჩევს ერთი თავისებურება: ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ზოგადად არჩევნების გამართულობის დისკრედიტაცია. ხელისუფლებას ამაზე ასეთი ახსნა აქვს, სუსტი ოპოზიცია მიზეზებს ეძებს, მაგრამ რამდენად იპოვის ელექტრონული არჩევნების ეპოქაში, რთული სათქმელია. მაგრამ მცდელობა მაინც აქვს, მაგალიტად როგორც დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებისა და წევრების არჩევისას. პროცესი დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჯამში ცხრა ათასზე მეტი ხელმძღვანელი და 15-ი ათასზე მეტი წევრი უნდა აერჩიათ. თითოეული მათგანისთვის სერთიფიცირება სავალდებულო კრიტერიუმი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისია დილიდან მოუწოდებდა პოლიტიკურ ჯგუფებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ ტრადიცია არ დაარღვია და დაიწყო ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ანა წითლიძე იმყოფებოდა და ამტკიცებდა, რომ 560-ვე აპლიკანტი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
