კეზერაშვილის შავი ფული
საერთაშორისო თაღლითური საქმის სქემაში, რომელიც ევროპელი პენსიონერების ძარცვას გულისხმობს, პროკურატურისა და საერთაშორისო პარტნიორების გამოძიების შედეგად ისეთი მტკიცებულებები გამოჩნდა, სადაც მისტერ ოფშორის აქამდე დაფარული კვალი, ღია და გამჭვირვალე გახდა. დავით კეზერაშვილის გადარიცხვები ქოლცენტრების შემოსავლებიდან, როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ოჯახის უახლოეს წევრებზე გადანაწილდა. არიან დაკავებულები და არსებობს მტკიცებულებაც, მაგრამ კეზერშვილის ქოლგის ქვეშ მყოფი ოპოზიციისთვის ამ საარჩევნო პერიოდში არაფერია სარწმუნო, როგორც ჩანს პარტიული დაფინანსების გარდა. ოპოზიციის ნაწილი ჰელსინკის კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებას ებღაუჭება, სადაც არც ერთი არგუმენტი და მტკიცებულება არაა მოყვანილი, სამაგიეროდ მათთვის აღმოჩნდა მაშველი რგოლი, ვისთვისაც კეზერაშვილის საეჭვო გზით მოპოვებული დაფინანსება პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებაა. გიორგი აბაზაძე გვიამბობს, გამოძიების მოპოვებულ მტკიცებულებებზე და ოპოზიციის ნაწილის მარადიულ მორალზე, რომ ფულს სუნი არა აქვს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
