საქართველო-ჩეხეთი - პირდაპირი ჩართვა მიხეილ მესხის სტადიონი
საფეხბურთო ცხოვრება ეროვნული ნაკრებისთვის ისევ განახლდება და სტარტს აიღებს ისეთი განცდის მოლოდინი, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას წლევანდელი ზაფხული გაგვილამაზა და დაუვიწყარი გახადა. ახლა ყველანი ერთად ვქომაგობთ ჩვენს ბიჭებს, რომ მორიგი სასწაული აგვიხდინონ და ევროპის შემდეგ შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპიდან პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ასპარეზზე გაგვიყვანონ. ამისთვის ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ შეხვედრაში საქართველო ჩეხეთის ნაკრებს მასპინძლობს. მეტოქე ჩვენთვის უცხო არ არის, სულ ახლახანს ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა სწორედ მათთან გავმართეთ და ფრედ 1:1 ვითამაშეთ. ანუ მეტოქეს და მის სათამაშო სტილს ვიცნობთ, გამოცდილებაც დავაგროვეთ და ახლა ყველაფერი ისევ ჩვენი ბიჭების და ქომაგების ხელშია. ნოდარ სიმსივეს ჩართვა მიხეილ მესხის სტადიონიდან
სიუჟეტის ავტორი: ნოდარ სიმსივე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
