„იტალია არასდროს იტყვის უარს უკრაინის მხარდაჭერაზე“
„იტალია არასდროს იტყვის უარს უკრაინის მხარდაჭერაზე“. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა იტალიის ეროვნულ ინტერესებში შედის და იტალია ამ პოზიციას არასდროს შეიცვლის.
