საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს ირჩევენ.
საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს ირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საერთო ჯამში უნდა აირჩიონ ცხრა ათას 90-ი ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისია დილიდან მოუწოდებდა პოლიტიკურ ჯგუფებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ ტრადიცია არ დაარღვია და დაიწყო ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა.
