რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, უკრაინულმა დრონმა იარაღის საწყობზე მიიტანა იერიში
რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, უკრაინულმა დრონმა იარაღის საწყობზე მიიტანა იერიში. შედეგად, საწყობში ხანძარი გაჩნდა და დეტონაცია დაიწყო. აფეთქებების გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა
