ზუგდიდში გემო ფესტი პირველად ტარდება
გემო ფესტს სამეგრელო მასპინძლობს. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრობაზარი, საბავშვო გასართობი კუთხეებია მოწყობილი. ფესტივალში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი მზარეულები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტი. საღამოს რვა საათზე კი დიდ ეკრანზე ყველა ერთად უყურებს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს. გემო ფესტს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც გააშუქებენ