პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული სამშობლოში დაბრუნდა
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა ქართველი პარამსროლელი, ვერცხლის მედლის მფლობელი ლადო ჭინჭარაული. წარმატება ქართველ პარალიმპიელს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ მიულოცეს. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც
