საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 ათას 90 ხელმძღვანელი პირი და 15 ათას 150 წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისია დილიდან მოუწოდებდა პოლიტიკურ ჯგუფებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ანა წითლიძე იმყოფებოდა და ამტკიცებდა, რომ 560-ვე აპლიკანტი „ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ანა წითლიძის ამ განცხადებას ეხმაურება ცესკო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს
