ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე ოთხი პირი გამოცხადდა, სამს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორისაა ერთ-ერთი ბრალდებული თემურ ჯანაშვილი, რომელმაც ერთი მილიონი დოლარის ოდენობით ჩარიცხვები განახორციელა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, მისი დის და დისშვილის პირად საბანკო ანგარიშებზე. სწორედ კეზერაშვილთანაა დაკავშირებული „ბიბისის“ გამოძიება და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ათეულობით დამნაშავე ჰყავს. წარდგენილი ბრალი 9-დან 12-წლადმე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
