იმერეთში 2024 წელს 176 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2 745 პროექტი ხორციელდება
იმერეთში 2024 წელს 176 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2 745 პროექტი ხორციელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მალე ქალაქს მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ექნება თავისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურით. ასევე ქალაქში აქტიური სამუშაოებია დასასვენებელი სივრცეების შექმნის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს ქალაქს 6 ახალი სივრცე დაემატა, ამ ეტაპზე სამუშაოები დამატებით კიდევ ექვს ლოკაციაზე ხორციელდება
