კეზერაშვილის შავი ფული ოპოზიციაში
ე.წ. „ქოლ-ცენტრების საქმე“ უმრავლესობისთვის ნათელი მაგალითია, რომ კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული შავი ფულით ქართულ პოლიტიკაში უხეშად ცდილობს ჩარევას. ლევან მაჭავარიანმა ჰელსინკის კომისიის დასკვნაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროკურატურის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათი ბრალდება ქართული ოცნების მიმართ არა სერიოზული და უარგუმენტო იყო. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ პატრონების ჩარიცხული გრანტები და გაძარცვული პენსიონერების ფული ოპოზიციის, ენჯეოების და მათი მედიის ფინანსური წყაროა. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობის კანონს და არქმევენ რუსულს
