აგიტაციის წესის დარღვევა
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, წინასაარჩევნო აგიტაციისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს - ამას კანონი მკაფიოდ ამბობს, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენები აჩვენებს, რომ კანონი არაერთხელ დაირღვა. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი დუმს. ამ დრომდე არაფერი უთქვამს ,,აი-არ-აის’’ და ,,ენ-დი-აის’’. ცენტრალური საარჩევნო კომისია ფაქტებზე რეაგირებას აპირებს.
