უცხოელი პატრონების დავალება ოპოზიციას
უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი ქართული ოპოზიცია - რას ნიშნავს პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტი? “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ რადიკალები ასე გარედან მიღებულ დავალებას ასრულებენ - ანუ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო ქართული ოცნების ინიციატივას განიხილავს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეხება, ოპოზიციის სკამები სხდომათა დარბაზში ცარიელია. მმართველ გუნდში ოპონენტების გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ოპოზიციისთვის მთავარი არა ქართველი ხალხის განწყობები, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებია.
