ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაო დასკვნით ფაზაშია
ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაო დასკვნით ფაზაშია. ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მეტრის სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც იგება ახალი ასფალტბეტონის საფარი, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ველობილიკები. კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთში უკვე დასრულდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის განახლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სხვადასხვა დანიშნულების შენობას, განახლდა გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა.
