დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმის ფაქტი
ქართული ოცნების” დეპუტატზე, დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო, ამერიკული დონორი ორგანიზაციის „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა. როგორც ირკვევა, ნინო შველიძე, რომელიც მათიკაშვილს მიუნხენის აეროპორტში დაესხა თავს, ტიმოთი ბლაუველთის მეუღლეა. ბლაუველთი ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც. როგორც ილიაუნის ვებ-გვერდზეა მითითებული, ის „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების მიმართულებით” საქმიანობს.
