ერმილე გიგიაძის ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა
ერმილე გიგიაძის ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა. ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება , რომელმაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა- ასეთია მმართველი გუნდის შეფასება წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე. სახელისუფლებო პარტია იმ რეაქციებს ეხმიანება, რომელიც უმძიმეს თემაზე, ტრაგედიის ირგვლივ ვრცელდება. მათი თქმით, სიძულვილის კამპანიამ, რომელიც კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან ერთად, ენჯეოების და მათი დონორების მიერ იყო წახალისებული, მძიმე შედეგი გამოიღო.
