კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს რეფორმა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ფინანსური გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრესის შესახებ კვლევას აქვეყნებს ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს რეფორმა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ფინანსური გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრესის შესახებ კვლევას აქვეყნებს ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი. კვლევაში ნათქვამია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, „ქართული ოცნების“ პირობებში მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით ბევრ სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანების შესახებ არ ჩქარობს. ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურება გარედან ჩარევის რისკებს ზრდის, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია და ევროკავშირის საფრთხის შექმნა შეუძლია. ამიტომ ინსტიტუტი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ რისკების შერბილებისთვის, იმოქმედოს სწრაფად და მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ევროპული ფასეულობებისა და რეფორმებისადმი.
