რადიკალიზმის მსხვერპლი
მმართველი გუნდის წარმომადგენლები წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობენ. სახელისუფლებო პარტია იმ რეაქციებს ეხმიანება, რომელიც უმძიმეს თემაზე, ტრაგედიის ირგვლივ ვრცელდება. აცხადებენ, რომ სიძულვილის კამპანია, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ენჯეოების და მათი დონორების მიერ იყო წახალისებული, მძიმე შედეგი გამოიღო. გუშინ, წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტმა, როლანდ ნუცუბიძემ „ქართული ოცნების“ წევრს ერმილე გიგიაძეს, მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა
