ლეგენდების მატჩი
კიდევ ერთი საჩუქარი ფეხბურთის მოყვარულებს - 21 სექტემბერს თბილისი საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. თითოეულ მსურველს, მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ამხანაგური მატჩის ორგანიზატორი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და თბილისის მერიაა