შეხვედრა ეროვნულ ნაკრებთან
მთავრობის მეთაური და თბილისის მერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ, წარმატებები უსურვა და მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს. ჯვაროსნები 7 და 10 სექტემბერს, ერთა ლიგის ორ მატჩს ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ
