13-15 სექტემბერს საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრები, შემოდგომის სეზონს ზალცბურგის მასტერსით დაიწყებს
13-15 სექტემბერს საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრები, შემოდგომის სეზონს ზალცბურგის მასტერსით დაიწყებს. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ავსტრიაში 17-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. ზალცბურგის მასტერსის შემდეგ ქართველი კარატისტები ერევანში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ. ოქტომბერში კი ვენეციაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვლენ