ლეგენდების მატჩი
ლეგენდების მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი. ბილეთების გაყიდვა 12 საათზე დაიწყო. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ ადამიანს, მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა 19 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. კაკა, რივალდო, კაფუ, დიდა - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ქართველი ტიტულოვანი ფეხბურთელების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება
